Accessibility links

logo-print

ორმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა


დეპუტატებმა გია ცაგარეიშვილმა და კარლო კოპალიანმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვეს და პოლიტიკური მიზეზით, პარლამენტის პლენარულ სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ცაგარეიშვილმა, რომელმაც ანტიკრიზისული საბჭოც დატოვა, ბოიკოტის მიზეზებად მოქალაქეთა უფლებების შელახვა, ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების დევნა და ახალგაზრდების შიმშილობის აქციები დაასახელა. ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი კარლო კოპალიანი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური ხმებით არჩეული დეპუტატები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეთა გვერდით უნდა იყვნენ.
XS
SM
MD
LG