Accessibility links

logo-print

ჰაბერი ახლო მომავალში შეუძლებლად თვლის ევროკავშირის მეთვალყურეთა შესვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე


ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი ადასტურებს, რომ 21 ივნისს, წალენჯიხის რაიონში მომხდარი აფეთქება, რომლის შედაგადაც დაიღუპა მისიის თანმხლები სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლი, წინასწარი განზრახვით განხორციელდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჰაბერმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად იმართებოდა. ინციდენტის გარემოებებს კი ჰაბერი ასე აღწერს: ”ეს არის ქუჩა, რომელზეც ტრანსპორტი იშვიათად მოძრაობს. ჩვენ ის უნდა გაგვევლო ჯერ ადმინისტრაციული საზღვრის მიმართულებით და ნათელი იყო, რომ მოგვიანებით უკან გამოვივლიდით, რადგან ეს ჩიხია. ასე რომ, გარკვეული თვალსაზრისით, ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა შეიძლებოდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა ზუსტად იმ მომენტში, როცა ჩვენმა მცირე ესკორტმა ჩაიარა.” ჰაბერის თქმით, საპოლიციო მისიის შესრულება ყველაზე მეტად საჭიროა გალის რაიონში, თუმცა ევროკავშირმა საქართველოში დღესვე რომ ჩამოიყვანოს შესაბამისი კონტინგენტი, გალში მის განლაგებას მაინც ვერ შეძლებს. სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელის თქმით, არის გარკვეული პროგრესი რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან კომუნიკაციის თვალსაზრისით.
XS
SM
MD
LG