Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო მოუწოდებს ყაზახეთის მთავრობას უარი უთხრას ინტერნეტის შესახებ ახალ კანონს


ეუთომ მოუწოდა ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს, უარი უთხრას ინტერნეტის შესახებ ახალ მკაცრ კანონს. ამ ქვეყნის პარლამენტმა გასულ კვირაში დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმად, სასამართლოებს უფლება აქვთ შეაჩერონ საინტერნეტო საიტების მუშაობა და ბლოგები და სოციალური ქსელები განიხილონ მედიასაშუალებებად. ეუთოს კრიტიკით, ეს კანონი, ყაზახეთის მედიასივრცის დემოკრატიზების საქმეში უკან გადადგმული ნაბიჯია.
XS
SM
MD
LG