Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში იმატა რეპრესიებმა ოპოზიციის მომხრეების წინააღმდეგ


ირანში იმატა ოპოზიციის მომხრეების წინააღმდეგ მიმართულმა რეპრესიებმა, რის ნიშნადაც მიჩნეულია 70 პროფესორის დაპატიმრება ოპოზიციის ლიდერ მირ ჰოსეინ მუსავისთან მათი შეხვედრის შემდეგ. ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა ვებსაიტზე, რომლთან კავშირიც მუსავის აქვს. ჩვენი რადიოს სპარსულენოვანის სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებიდან 66 მოგვიანებით გაანთავისუფლეს. 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საპროტეტოს აქციების, სავრაუდოდ, ასობით მონაწილეა დაპატიმრებული, სულ ცოტა, 17 დემონსტრანტი იქნა მოკლული. პრეზიდენტობის ოპოზიციონერი, დამარცხებული კანდიდატი მუსავი აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა გამარჯვებულ პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის სასარგებლოდ. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, აჰმადინეჟადმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდა, შეწყვიტოს ირანის საქმეებში ჩარევა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ფარსი" იუწყება.
XS
SM
MD
LG