Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ლორთქიფანიძე: დროებითი მოთავსების იზოლატორში არსებული ვითარება წამების ტოლფასია


პარლამენტის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომელიც კიდევ რამდენიმე დეპუტატთან ერთად, ამ დღეებში თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, დღეს განაცხადა რომ იქ შექმნილი პირობები ადამიანის წამების ტოლფასია. შეგახსენებთ, რომ იზოლატორში ადმინისტრაციულ სასჯელს იხდის 19 ადამიანი, რომელთა ნაწილი პარლამენტთან 12 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამო დააპატიმრეს, ნაწილი კი - 15 ივნისს, როდესაც პოლიციამ სამმართველოს შენობასთან მშვიდობიანი აქცია დაარბია. დიმიტრი ლორთქიფანიძის განმარტებით, კანონმდებლობით ამ იზოლატორში ადამიანთა მოთავსება მხოლოდ 72 საათითაა ნებადართული მაშინ, როდესაც გაუსაძლის პირობებში მყოფი პატიმრები 25-დღიან და ერთთვიან სასჯელს იხდიან. ლორთქიფანიძემ დღეს პარლამენტს მოუწოდა, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, რომლის სპეციალური აქტის საფუძველზე პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში მყოფ ადამიანებს პატიმრობა ვადამდე შეუწყდებათ.
XS
SM
MD
LG