Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის დღეს აღნიშნავენ


„არ აწამო“ - ამ მოწოდებით თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს და შსს-ს შენობებს დღეს თეთრი ლენტები შემოავლეს. წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე ამ აქციით აღნიშნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომლის შეფასებით, პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანთა წამების ფაქტები საკმაოდ ხშირია. წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართეს სახალხო დამცველის ოფისმა და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა.
XS
SM
MD
LG