Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბერლინის შეხვედრას“ განცხადებებით პარლამენტი გამოეხმაურა


შს-თა ყოფილ მინისტრ კახა თარგამაძესთან ოპოზიციის ლიდერების ლევან გაჩეჩილაძისა და დავით გამყრელიძის შეხვედრას, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები დღეს რიგგარეშე სხდომაზეც გამოეხმაურნენ. უმრავლესობის ლიდერებმა კვლავ განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში თარგამაძისდროინდელი სისტემის დაბრუნებას და მისი მეშვეობით რუსული ფულის შემოსვლას არ დაუშვებს. თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე მიიჩნევს, რომ კახა თარგამაძის „მეგობარი პოლიტიკური ძალების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს. საპარლამენტო უმრავლესობას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ შეახსენა, რომ 1999 წელს კახა თაგრამაძეს არვევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის მადლობას პირადად მიხეილ სააკაშვილი უხდიდა. ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ კი - ხელისუფლებას მოუწოდა, რომ თუკი სხვა, მაგალითად, ლევან მამალაძესთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალასაც ფლობს, გამოქვეყნოს, რათა საზოგადოებას საპარლამენტო უმრავლესობის აგრესიული გამოსვლების თავიდან მოსმენა აღარ მოუწიოს.
XS
SM
MD
LG