Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და გერმანია ირანის საკითხში ერთ პოზიციაზე დგანან


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა გმობს, მისი თქმით, "აღმაშფოთებელ და მიუღებელ ძალადობას" ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის - გამარჯვებულად მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადების გამო. ვაშინგტონში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ობამამ აღნიშნა, რომ ორივე ერთ პოზიციაზე დგას ირანის საკითხში და ორივე აღტაცებულია ირანელი დემონსტრანტების გაბედულებით. ობამას ეს განცხადება მოჰყვა "დიდი რვიანის" მოწოდებას თეირანისადმი, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა და უზრუნველყოს არჩევნების შედეგი, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. მაგრამ თეირანში გავლენიანმა გუშაგთა საბჭომ განაცხადა, რომ 12 ივნისის კენჭისყრაში ვერ აღმოაჩინა რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევის ნიშნები. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების დროს 20 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG