Accessibility links

logo-print

ბურჯანაძე მდინარე ჭანჭახზე ხიდის აფეთქების გამოძიებას მოითხოვს


პოლიტიკური ორგანიზაციის, "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს", მთავარი საბჭო მამისონის უღელტეხილთან აფეთქებულ ხიდთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრისგან პასუხს ელის შემდეგ კითხვებზე: ვინ და როდის ააფეთქა ნიკოლოზის ხიდი; აღძრულია თუ არა ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე და რა ეტაპზეა გამოძიება. ხიდი, რომელიც ორიოდე კვირის წინ ჩამოინგრა, აგებული იყო რუსეთთან საზღვარზე მდებარე მამისონის უღელტეხილისკენ მიმავალ გზაზე. მას უკვე რამდენიმე ათეული წელია, აღარ ხმარობდნენ რუსეთსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო მიმოსვლისთვის, მაგრამ გზას საძოვრებამდე მისასვლელად იყენებდა ადგილობრივი მოსახლეობა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ხიდის აღდგენა უკვე დაიწყო.
XS
SM
MD
LG