Accessibility links

logo-print

საქართველოში წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღე აღინიშნა


წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით "ერთობლივად წამების წინააღმდეგ". მისმა მონაწილეებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს. ვერის ბაღში წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს მდუმარე აქცია მიეძღვნა. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში განსაკუთრებით იმატა წამების მსხვერპლთა რიცხვმა. ბოლო სამ თვეში დაკავებული პირები წამების მსხვერპლად იქცნენ.
XS
SM
MD
LG