Accessibility links

logo-print

ერაყში მსხვერპლის რიცხვი იზრდება


ბაღდადის პოლიციის ცნობით, ერაყის დედაქალაქში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 13-ს მიაღწია. დაიჭრა 50-მდე ადამიანი. ბომბი, რომელიც დამონტაჟებული იყო მოტოციკლზე, ერაყის დედაქალაქის ცენტრში მდებარე ბაზარში აფეთქდა. ბოლო დღეებში ბაღდადში მომხდარი აფეთქებების შედეგად, დაახლოებით 100-მდე კაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG