Accessibility links

logo-print

“დიდი რვიანის” ქვეყნები შეშფოთებული არიან ირანში მომხდარი ძალადობის გამო


“დიდი რვიანის” წევრმა ქვეყნებმა მოითხოვეს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა ირანში, სადაც ოპოზიციის დემონსტრაციების დაშლისას, სულ ცოტა, 20-მდე ადამიანი დაიღუპა. ტრიესტში გამართული შეხვედრის მსვლელობაში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დროს განაცხადა, რომ “დიდი რვიანი” უკიდურესად შეშფოთებულია მშვიდობიან მოქალაქეთა დაღუპვის გამო. რვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის ხელისუფლებას მოუწოდეს, დაიცვას ადამიანის უფლებები - კერძოდ, თვითგამოხატვის უფლება - და კრიზისი ოპოზიციასთან დიალოგის მეშვეობით დაძლიოს.
XS
SM
MD
LG