Accessibility links

შაბათს იმართება ნატოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


შაბათს, საბერძნეთის კუნძულ კორფუზე, ნატოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გამართავენ შეხვედრას მხარეებს შორის გასული წლის აგვისტოში შეჩერებული დიალოგის განახლების მიზნით. ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის შეჩერება იყო ნატოს რეაქცია საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციაზე. ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებთან რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შეხვედრა კორფუზე ეუთოს შეხვედრის პარალელურად გაიმართება.
შეხვედრის დაწყებამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იააპ დე ჰოოპ სხეფერმა ოპტიმისტური განწყობილება გამოხატა: “დიახ, მე ველოდები, რომ ეს იქნება ჩვენი ურთიერთობების განახლება, რომ ჩვენ შევძლებთ დავინახოთ, თუ როგორ ვიმუშაოთ ერთად უფრო ინტესნიურად, ისე რომ, გვერდი არ ავუაროთ და ვიკამათოთ იმ განსხვავებულ მოსაზრებებზე ჩვენს შორის რომ არსებობს. ასე რომ, მე აქ მოვედი ოპტიმისტური განწყობით. “ რუსეთის წარმომადგნელმა ნატოში, იგორ სემენენკომ, გუშინ თქვა, რომ შეხვედრა კარგად ჩაივლის, და რომ ის სიურპრიზებს არ მოელის. შეხვედრა შუა ევროპის დროით, 16 საათზე იწყება.
XS
SM
MD
LG