Accessibility links

საბერძნეთში დაიწყო ეუთოს არაოფიციალური მინისტერიალი


საბერძნეთში, კუნძულ კორფუზე, დღეს, საღამოს, ვახშმით დაიწყო ეუთოს არაოფიციალური მინისტერიალი. მასში მონაწილეობენ ეუთოს 56 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგა ბოკერია. ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დორა ბაკოიანისმა მოუწოდა მონაწილეებს გულწრფელი და ღია დიალოგისკენ. შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. კვირას გაიმართება პლენარული სხდომა, რომელსაც გახსნის საბერძნეთის პრემიtრ-მინისტრი კოსტას კარამანლისი.
XS
SM
MD
LG