Accessibility links

ირანში დააპატიმრეს ბრიტანეთის საელჩოს რვა ადგილობრივი თანამშრომელი


თეირანიდან იუწყებიან, რომ ბრიტანეთის საელჩოს რვა ადგილობრივი თანამშრომელი დაპატიმრეს, არჩევნებისშემდგომ არეულობაში აქტიური მონაწილეობისთვის. ირანის “ფარსის” საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ რვა პირი, რომლებმაც ითამაშეს არსებითი როლი არეულობაში, საპატიმროში მოათავსეს. ირანი დასავლეთის ქვეყნებს, კერძოდ აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს, ადანაშაულებს, რომ წააქეზეს თეირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ აჰამადინეჟადის გამარჯვებას. ბრიტანეთი და აშშ უარყოფენ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG