Accessibility links

ალბანეთში ხმებს ითვლიან


ალბანეთში ამომრჩეველთ ხმებს ითვლიან. იქ გუშინ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ეგზიტ-პოლების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ სალი ბერიშას მმართველი დემოკრატიული პარტია შედეგებით ედი რამას სოციალისტურ პარტიას უსწრებს. 4000-მდე კანდიდატი პარლამენტარის 140 მანდატისთვის იბრძვის. 1991 წლიდან დღემდე ალბანეთში მეშვიდედ ტარდება არჩევნები. დასავლეთში აცხადებენ, რომ ეს არჩევნები არის ალბანეთის გამოცდა დემოკრატიაში და იმაში, თუ რამდენად მზად არის ის ევროკავშირის წევრობისთვის.
XS
SM
MD
LG