Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტს სურს გამოიძიონ ნედას მკვლელობა


ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰამდინეჟადმა, თხოვა უზენაეს მოსამართლეს, გამოიძიონ საპროტესტო გამოსვლების დროს, ახალგაზრდა ქალის მკვლეობა. მოკლული ნედა აღა სოლტანი პროტესტების სიმბოლოდ იქცა. სასამართლო უწყების თავმჯდომარისადმი წერილში, აჰმადინეჟადი ამბობს, რომ დაუდგენელმა ელემენტმა მოკლა ნედა საეჭვო ფორმით და მტრები, მის სიკვდილს იყენებენ ირანის “სუფთა სახელის” შესაბღალად. ნედა 20 ივნისს ტყვითთ მოკლეს, როცა დამარცხებული საპრეზიდენტ კანდიდატის, მუსავის მომხრეებს შეტაკება მოუვიდათ პოლიციასას და “ბასიჯის” უსაფრთხოების ძალებთან, თეირანში. მისი სიკვდილის კადრები მთელ მსოფლიოში გავრცელდა ინტერნეტით.

XS
SM
MD
LG