Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მოკლეს ერთ-ერთი პროვინციის პოლიციის უფროსი


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ბრალი დასდო აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში მომუშავე ავღანელ გუშაგებს ერთ-ერთი პროვინციის პოლიციის უფროსისა და ოთხი სხვა სამართალდამცველის მკვლელობაში. ინციდენტი ქალაქ ყანდაარში მოხდა. შეტაკება დაიწყო მას შემდეგ, რაც გუშაგები შეიჭრნენ პროვინციის გენერალური პროკურორის ოფისში და მას დაკავებული პირის გათავისუფლება მოსთხოვეს. ყანდაარის გუბერნატორის განცხადებით, დააკავეს 41 გუშაგი, რომელთაც ქაბულში წაიყვანენ.
XS
SM
MD
LG