Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამა „უკანონოს“ უწოდებს ჰონდურასში მომხდარ გადატრიალებას


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „უკანონო“ უწოდა ჰონდურასში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებას და ქვეყნიდან პრეზიდენტ მანუელ სელაიას გაძევებას. ობამას თქმით, სელაია ჰონდურასის პრეზიდენტად რჩება. ამ შინაარსის განცხადებები ბარაკ ობამამ გააკეთა თეთრ სახლში, სადაც მანამდე მიიღო კოლუმბიის პრეზიდენტი ალვარო ურიბე. ვაშინგტონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები ითანამშრომლებს სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საკითხი მშვიდობიანად მოგვარდეს. კვირას, გამთენიისას, მანუელ სელაია სამხედრო პირებმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადააყენეს - ის თვითმფრინავში ჩასვეს და ქვეყნიდან გააძევეს. დემოკრატიულად არჩეული სელაიას გადაყენება ბევრმა ქვეყანამ დაგმო, თუმცა, ამის მიუხედავად, ჰონდურასში უკვე დაინიშნა დროებითი პრეზიდენტი, რობერტო მიკელეტი.
XS
SM
MD
LG