Accessibility links

logo-print

გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ გადადო ევროკავშირის ხელშეკრულების დამტკიცება


გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დაამტკიცა, რომ ევროკავშირის “ლისაბონის ხელშეკრულება” გერმანიის კანონდებლობასთან შესაბამისობაშია. მაგრამ, სასამართლომ განაცხადა, რომ დამატებითი სახელმწიფო კანონია საჭირო, სანამ დოკუმენტის რატიფიცირება შესაძლებელი გახდება, რათა პარლამენტმა ევროკავშირის კანონების მიღება შეძლოს ხოლმე. გერმანიის ზოგიერთმა პარლამენტარმა მიმართა სასამართლოს თხოვნით, არ დაამტკიცოს ხელშეკრულება, რომელიც მათი აზრით, არადემოკრატიულია, ჩაშლის გერმანიის პარამენტის მუშაობას და გადაჭარბებულ ძალას ანიჭებს ბრიუსელს. გერმანიის პარლამენტმა დაამტკიცა ხელშეკრულება, მაგრამ მასზე ხელი პრეზიდენტ ჰორსტ კიოლერს არ მოუწერია. ხელშეკრულებას რატიფიცირება უნდა გაუკეთოს ევროკავშირის ყველა 27-მა წევრმა. ის უკვე დაამტკიცა 23-მა. ლისაბონის ხელშეკრულებას მხარი არ დაუჭირეს ირლანდიელებმა. იქ ამ საკითხზე რეფერენდუმი ხელმეორედ უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG