Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ოპოზიციის მიერ აღმოჩენილ აპარატურას სპეცსამსახურები აღარ იყენებენ


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველოს გზის“ და კონსერვატიული პარტიის ოფისებში აღმოჩენილი მოწყობილობა სპეციალურ ტექნიკას არ წარმოადგენს და მას სპეცსამსახურები უკვე 6 წელია, აღარ იყენებენ. სამინისტროს განმარტებით, მსგავსი მოწყობილობის შეძენა ნებისმიერ ადამიანს თავისუფლად შეუძლია, რადგან სპეციალური ლიცენზია საჭირო არ არის. „ეს გარემოება საქმის გამოძიებას ართულებს, თუმცა, სამართალდამცავები დეტალების დასადგენად მუშაობენ და დამატებითი ინფორმაცია მოპოვების შემდეგ დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება“ - ნათქვამია საქართველოს შსს-ს დღევანდელ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG