Accessibility links

“კავკასია 2009“-ში რუსეთის სამხედრო ფლოტიც ჩაერთო


რუსეთის სამხრეთით მიმდინარე სამხედრო სწავლების ფარგლებში, პირობითი ტერორისტების განადგურების ოპერაციაში შავი ზღვის ფლოტის და კასპიის ფლოტილიის ძალებიც ჩაერთო. ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ბობრუნმა სააგენტო ინტერფაქსს აცნობა, რომ წვრთნისას საზღვაო პოლიგონებზე დაგეგმილია როგორც ბომბების, ასევე საარტილერიო სროლა. რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთკვირიანი ფართომასშტაბიანი სწავლება „კავკასია 2009“ საქართველოს ხელისუფლებამ სახიფათო პროვოკაციად შეაფასა.
XS
SM
MD
LG