Accessibility links

logo-print

ერაყის ქალაქ ქირქუქში აფეთქებას სულ ცოტა 24 ადამიანი ემსხვერპლა


როგორც ერაყის პოლიცია იტყობინება, ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ ქირქუქში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 24 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაიჭრა. პოლიციიც ცნობით, მანქანა ხალხმრავალ ბაზართან იყო გაჩერებული. აფეთქება მოხდა მაშინ, როცა ერაყელები ქვეყნიდან შეერთებული შტატების ჯარების გასვლას ზეიმობენ. დღეს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ ორშაბათს ბაღდადის მახლობლად შეტაკებებში ამერიკის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG