Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი მოამზადა


საქართველოს მთავრობამ დღეს გამოაცხადა, რომ მოამზადა ეკონომიკის სტიმულირების ახალი პაკეტი. თბილისი იმედოვნებს, რომ პაკეტში შევა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების 200 მილიონი დოლარის ოდენობის სესხებიც. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხუთპუნქტიანი გეგმა მიზნად ისახავს ეკონომიკის გამოცოცხლებას, საბანკო სექტორის გაძლიერებას და სამშენებლო სექტორის დახმარებას. მთავრობა გეგმავს სესხების აღებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აზიის განვითარების ბანკისგან. უცხოური კრედიტები დაემატება იმ 4,5 მილიონ დოლარს, რის შესახებ დაპირებაც საქართველომ საერთაშორისო დონორებისგან მიიღო რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.
XS
SM
MD
LG