Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრიდომ ჰაუსის" აზრით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი დაეცა


"ფრიდომ ჰაუსის" ექსპერტთა აზრით, შუა აზიის აზიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში წინა წლებთან შედარებით მკვეთრად იკლო დემოკრატიის ხარისხმა. "გარდამავალი სახელმწიფოები" - ასე ჰქვია ადამიანის უფლებათა დამცველი ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშს, რომლის პრეზენტაცია სამშაბათს მოეწყო პრაღაში, რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების შტაბბინაში. ანგარიშში მიმოხილულია მდგომარეობა ევროპისა და ევრაზიის 29 ყოფილ კომუნისტურ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. დოკუმენტის თანახმად, საქართველო იმ 18 ქვეყანას შორის არის, სადაც დემოკრატიის თვალსაზრისით მდგომარეობა გაუარესდა. მეტიც, საქართველოს მაჩვენებლები 2003 წლის შემდგომ პერიოდში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. "რეგიონში დემოკრატიის განვითარების მხრივ 2008 წელი ბნელი წელი იყო რეგიონისთვის, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის," თქვა პრეზენტაციაზე "ფრიდომ ჰაუსის" ევროპის განყოფილების დირექტორმა ვლადიმირ შკოლნიკოვმა. მისივე თქმით, ეკონომიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად, რეგიონში მოსალოდნელია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერება. ცალკეული ქვეყნების მაჩვენებლებს ანგარიშის ავტორები სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით აფასებენ. ეს კატეგორიებია: საარჩევნო პროცესი, დამოუკიდებელი მედია, ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების როლი, კორუფციის ხარისხი და სხვა.
XS
SM
MD
LG