Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ ამერიკელი პატიმარი შეიწყალა


ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას პრეს-მდივნის განცხადებით, ლუკაშენკამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ამერიკელი იურისტის, ბელორუსიაში სამრეწველო შპიონაჟში ბრალდების საფუძველზე დაპატიმრებული ემანუელ ზელსტერის შეწყალების შესახებ. ზელსტერი დღესვე გაანთავისუფლეს ციხის საავადმყოფოდან. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ლუკაშენკამ მინსკში ვიზიტად მყოფი ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციასთან საუბარში გამოთქვა მოსაზრება, რომ დროა სრულად აღდგეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა. ამასობაში ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ აშშ მიესალმება ბელორუსიის გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG