Accessibility links

თბილისში ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოება გაიმართება


1 ივლისს, ”თიბისი ბანკის” სათაო ოფისში ლიტერატურული პრემია “საბას” რიგით მეშვიდე დაჯილდოება გაიმართება. ცერემონიაზე 2008 წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები დასახელდებიან. საპრემიო ფონდი წელს 36 ათას ლარს შეადგენს.
წლევანდელი ჟიური მუშაობას მარტიდან შეუდგა. განხილული 170-მდე წიგნიდან “საბას” ჟიურიმ 50 საუკეთესო შეარჩია. ფინალისტები 10 ივნისს ოფიციალურად გამოაცხადდნენ.
XS
SM
MD
LG