Accessibility links

ალბანეთის არჩევნებში მმართველი კოალიცია დაწინაურდა


ალბანეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული მონაცემებით მცირედით ლიდერობენ მმართველი დემოკრატები. საარჩევნო უწყების თანახმად, ხმების 80 პროცენტის დათვლის შემდეგ კოალიცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი სალი ბერიშას დემოკრატიული პარტია უდგას სათავეში 46,55 პროცენტით ლიდერობს. ტირანის მერ ედი რამას სოციალისტებმა ხმების 45,73 პროცენტი მიიღეს. შედარებით მცირე - მემარცხენეთა კოალიციამ ხუთნახევარი პროცენტი. ჯეჯერობით, არ არის დაზუსტებით ცნობილი როდის დასრულდება ხმების დათვლა.
XS
SM
MD
LG