Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ ემანუელ ზელცერი შეიწყალა


ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ამერიკელი ადვოკატის ემანუელ ზელცერის შეწყალების შესახებ. მას ბრალი საწარმოო ჯაშუშობაში ედებოდა. ზელცერი ციხის საავადმყოფოდან გუშინ გაათავისუფლეს. ლუკაშენკას ეს გადაწყვეტილება მოჰყვა მინსკში აშშ კონგრესის დელეგაციის ვიზიტსა და ბელორუსიის პრეზიდენტის განცხადებას, რომ დროა მინსკსა და ვაშინგტონს შორის სრულად აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა. ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი იან კელი მიესალმა ლუკაშენკას გადაწყვეტიელბას, თუმცა, განაცხადა, რომ ბელორუსიის ხელისუფლებამ მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო მეგობრული გახდეს.
XS
SM
MD
LG