Accessibility links

logo-print

ბელორუსიის პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ადვოკატმა მინსკი დატოვა


ბელორუსიის პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ემანუელ ზელცერი დღეს მინსკიდან აშშ-ში გაემგზავრა - ამის შესახებ სააგენტოებს ფრანს-პრესს და ინტერფაქსს მისმა ადვოკატმა დიმიტრი გორიაჩკომ აცნობა. თავადაც ადვოკატი ზელცერი, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, ბელორუსიაში ორი წლის წინ დააკავეს, შარშან აგვისტოში კი - სამეწარმეო ჯაშუშობის ბრალდებით სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დასავლური პრესის ერთ-ერთი ვერსიით, ადვოკატი ზელცერი ბელორუსიაში ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეობის არსებობის შესამოწმებლად იმყოფებოდა
XS
SM
MD
LG