Accessibility links

logo-print

დორა ბაკოიანისი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს იწყებს


სამხრეთ კავკასიურ ტურნეს დღეს აზერბაიჯანში ვიზიტით იწყებს ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დორა ბაკოიანისი. ეუთოს ბაქოს ოფისის ცნობით, ბერძენი დიპლომატი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება და ხვალ ბრიფინგს გამართავს. ბაქოდან დორა ბაკოიანისი ერევანში გაემგზავრება, სამხრეთ კავკასიურ ტურნეს კი - თბილისში ვიზიტით დაასრულებს
XS
SM
MD
LG