Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეციამ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის ფუნქცია გადაიბარა


დღეიდან ევროპის კავშირის მორიგე თავმჯდომარის ფუნქციების შესრულებას შეუდგა შვეცია, რომელმაც ამ პოსტზე ჩეხეთის რესპუბლიკა შეცვალა. სტოკჰოლმის განცხადებით, უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში მისი საქმიანობის პრიორიტეტები იქნება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და კლიმატის ცვლილება. შვეციის პრემიერ-მინისტრის ფრედრიკ რაინფელდტის განცხადებით, მისი ქვეყანა დეკემბერში ჩაატარებს მსხვილს აერთაშორისო კონფერენციას, რომელიც სწორედ კლიმატში მიმდინარე ცვლილებების პრობლემას მიეძღვნება. შვეციის თავმჯდომარეობის დასაწყისი ემთხვევა ევროპის პარლამენტის ახალი შემადგენლობის მუშაობის დაწყებას. ევროპარლამენტის არჩევნები ახლახან გაიმართა ევროკავშირის ქვეყნებში.
XS
SM
MD
LG