Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ დიპლომატიურ კორპუსს მიმართა


მოძრაობის „ერთიანი საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს პოლიტიკური რეპრესიების აღსაკვეთად, სასწრაფოდ რეაგირება სთხოვა. დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ბესელიამ განაცხადა, რომ თბილისში ოპოზიციის საპროტესტო აქციების დაწყებიდან პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა რაოდენობამ 75-ს გადააჭარბა. მისივე ინფორმაციით, დაშავებულია 250-ზე მეტი ადამიანი. მათი სია და ფოტო და ვიდეომასალა მოძრაობამ „ერთიანი საქართველსოთვის“ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ელჩებს გაუგზავნა და კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება და მონიტორინგი სთხოვა.
XS
SM
MD
LG