Accessibility links

ხორვატიის პრეზიდენტი ივო სანადერი ტოვებს აქტიურ პოლიტიკას


ხორვატიის პრეზიდენტმა ივო სანადერმა განაცხადა, რომ ტოვებს თანამდებობას და, მასთან ერთად, აქტიურ პოლიტიკას. შესაბამისად, მისივე განცხადებით, ის კენჭს არ იყრის ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე. ეს განცხადება სანადერმა ზაგრებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. საპრეზიდენტო არჩევნები ხორვატიაში 2010 წლის დასაწყისში უნდა გაიმართოს. სანადერს ხორვატიის პრემიერის თანამდებობა ეკავა 2003 წლიდან, როცა მისმა კონსერვატულმა პარტიამ - ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა - ქვეყნის მართვის სადავეები გადაიბარა სოციალ-დემოკრატებისგან. წელს ხორვატია ნატოში გაწევრიანდა, მაგრამ მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ჯერჯერობით ჩიხშია შესული მეზობელ სლოვენიასთან სასაზღვრო უთანხმოების გამო.
XS
SM
MD
LG