Accessibility links

logo-print

"ამნესტი ინტერნეშნლი": რუსეთის ხელისუფლება უკანონო მეთოდებს მიმართავს


ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებათა დაცვა რეგიონში სტაბილურობის საწინდარია - ასეთია "ამნესტი ინტერნეშნლის" დასკვნა. ადამიანის უფლებათა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლება რეგიონში მოქმედი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში უკანონო მეთოდებს მიმართავს და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ხელისუფლება რეგიონში ჩასვლის მსურველ არასამთავრობო ორგანიზაციებს სირთულეებს უქმნის. მაგალითად, "ამნესტი ინტერნეშნლს" უკვე ორჯერ უთხრეს უარი ჩეჩნეთში შესვლაზე, უკანასკნელად 2008 წელს - ვკითხულობთ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
XS
SM
MD
LG