Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესელია დიპლომატიური კორპუსის მიმართ მოწოდებით გამოვიდა


მოძრაობის "ერთიანი საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდა, რეაგირება მოახდინონ როგორც მან უწოდა, "საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ რეპრესიებზე". თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ბესელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის საპროტესტო აქციების დაწყებიდან პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა რაოდენობამ 75-ს გადააჭარბა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ - 250-ს. მათი სია, აგრეთვე, ფოტო- და ვიდეომასალა მოძრაობამ "ერთიანი საქართველსოთვის" საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ელჩებს გაუგზავნა და კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება და მონიტორინგი სთხოვა.
XS
SM
MD
LG