Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანიას თქმით, თარგამაძესთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მასთან არ შეუთანხმებიათ


პოლიტიკური გაერთიანების - "ალიანსი საქართველოსთვის" - ლიდერი ირაკლი ალასანია გამოეხმაურა კახა თარგამაძესთან დავით გამყრელიძისა და ლევან გაჩეჩილაძის ამასწინანდელ შეხვედრას. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ალასანიამ განაცხადა, რომ სხვა პრობლემების გადაფარვის მიზნით, ხელისუფლებამ ამ შეხვედრას გადაჭარბებული ყურადღება დაუთმო. მისივე ინფორმაციით, "ალიანსის" ლიდერები ერთმანეთს მხოლოდ პოლიტიკურ შეხვედრებს უთანხმებენ, კახა თარგამაძესთან დავით გამყრელიძის შეხვედრა კი - პირადი ხასიათის იყო. ამასთან, ალასანიამ კატეგორიულად გამორიცხა მისი პოლიტიკური გუნდის რაიმე სახით დაკავშირება თარგამაძესთან, ისევე, როგორც ქართულ პოლიტიკაში უცხოური კაპიტალის შემოსვლა. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ოფისებში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენას "ალიანსის" ლიდერმა ეს მძიმე დანაშაულად შეაფასა. ალასანიას განცხადებით, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ოპერატიულ ძალებსა და საშუალებებს იყენებს.
XS
SM
MD
LG