Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰელმანდის პროვინციაში თალიბების წინააღმდეგ მსხვილი ოპერაცია დაიწყო


აშშ-ის საზღვაო-სადესანტო შენაერთებმა მსხვილი ოპერაცია წამოიწყეს სამხრეთ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში, სადაც თალიბანის პოზიციები განსაკუთრებით ძლიერია. ოპერაციაში მონაწილეობს 4000 ამერიკელი სამხედრო, აგრეთვე 650 ავღანელი ჯარისკაცი და პოლიციელი. ოპერაცია, რომელიც შვეულმფრენების მხარდაჭერით მიმდინარეობს, დღეს, გამთენიისას დაიწყო.
XS
SM
MD
LG