Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი მოსკოვში ვერ გაემგზავრება


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად აცნობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად მოსკოვში ჩასვლას ვერ შეძლებს. კლინტონის ნაცვლად, პრეზიდენტის თანმხლებ დელეგაციაში იქნება სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი, რომელიც რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩია. ჰილარი კლინტონს, რომელმაც 17 ივნისს ხელი მოიტეხა, ოპერაცია დასჭირდა, რის შემდეგაც იძულებული შეიქნა, გაეუქმებინა ვიზიტები იტალიასა და საბერძნეთში. ამავე მიზეზით არ შედგა სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა, რომელიც 23 ივნისს უნდა გამართულიყო.
XS
SM
MD
LG