Accessibility links

logo-print

აშშ რუსეთთან ახალი ტიპის ურთიერთობას საკუთარი პრინციპების დაცვით აპირებს


აშშ არ აპირებს რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერაზე უარი თქვას - ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა. მისივე თქმით, ნატოს კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც ალიანსის წევრობა სურს და შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებს. მოსკოვში პრეზიდენტ ბარაკ ობამას ვიზიტზე საუბრისას მაიკლ მაკფოლმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მიზანი რუსეთთან ახალი ტიპის ურთიერთობის დამყარებაა. მაკფოლის ინფორმაციით, მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი 6 ივლისს, კრემლში რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრით დაიწყება და გაგრძელდება გაფართოებული შემადგენლობის მოლაპარაკებით, რომლის ძირითადი თემა სტრატეგიული შეიარაღების ახალი შეთანხმების მომზადება იქნება. მაიკლ მაკფოლის განცხადებით, განსახილველ საკითხთა ფართო სპექტრი ირანის, ავღანეთის, ჩრდილოეთ კორეის და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პრობლემატიკას მოიცავს.
XS
SM
MD
LG