Accessibility links

logo-print

რუსეთმა დაადასტურა თავისი სამხედრო მოსამსახურის დეზერტირობის ფაქტი


ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობამ დაადასტურა რუსეთის მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთიდან კიდევ ერთი ჯარისკაცის გაქცევის ფაქტი და დეზერტირობის გარემოებათა დასადგენად საგანგებო კომისია შექმნა. გაქცევის მიზეზად დმიტრი არტემიევმა, რომელიც ოკუპირებულ სოფელ პერევში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილში მსახურობდა, გაუსაძლისი პირობები დაასახელა. ოთხშაბათს რუსმა ჯარისკაცმა, გაეროს თბილისის ოფისის მეშვეობით, თავშესაფარი სთხოვა საქართველოს ხელისუფლებას. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ცნობით, არტემიევს ლტოლვილობის მაძიებლის სტატუსი მიენიჭა. იანვრის ბოლოს რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილი დატოვა სერჟანტმა გლუხოვმა, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს და ლტოლვილის ოფიციალური სტატუსით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG