Accessibility links

logo-print

უკრაინა საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე უარის თქმას არ აპირებს


რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინა განაგრძობს საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას - ამ შინაარსის განცხადება გააკეთა უკრაინის სახელმწიფო კომპანია "უკრსპეცექსპორტის" დირექტორმა სერგეი ბონდარჩუკმა. გაზეთ "სეგოდნიასთან" ინტერვიუში ბონდარჩუკმა დასძინა, რომ თუ უკრაინა საქართველოსგან მომავალშიც მიიღებს შეკვეთებს, მათ ჩვეულებრივი წესით განიხილავენ, რადგან გაეროს უშიშროების საბჭოს საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე არავითარი აკრძალვა არ დაუწესებია. შარშან უკრაინამ მოსკოვის რისხვა დაიმსახურა იმისთვის, რომ აგვისტოს ომში საქართველოს ჯარმა გამოიყენა უკრაინისგან შეძენილი საზენიტო აღჭურვილობა, ტანკები, საარტილერიო დანადგარები, შვეულმფრენები, აგრეთვე, მსუბუქი შეიარაღება.
XS
SM
MD
LG