Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 5 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანის პოლიციის ცნობით, აფეთქებამ, რომელიც, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო, სულ ცოტა, 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა 20-ზე მეტი. პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ რავალპინდიში დანაღმული მოტოციკლი დაეჯახა ავტობუსს, რომელშიც მთავრობის უშიშროების სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. რავალპინდი დედაქალაქ ისლამაბადთან ახლოს მდებარეობს.
XS
SM
MD
LG