Accessibility links

logo-print

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მოულოდნელად ესტუმრა ერაყს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ბაღდადს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენი შეხვდება ერაყის ლიდერებს, აგრეთვე ამერიკელ ჯარისკაცებსა და სამხედრო სარდლობის წარმომადგენლებს. საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, ბაიდენმა ბაღდადში განაცხადა, რომ ოპტიმისტურად აფასებს ერაყის მომავალს, მაგრამ მიაჩნია, რომ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი.
XS
SM
MD
LG