Accessibility links

logo-print

აშშ-ს მუსლიმანურ სამყაროსთან თანამშრომლობის საკითხებში საგანგებო წარმომადგენელი ეყოლება


ფარაჰ პანდითი

ფარაჰ პანდითი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპერტამენტმა პირველად დანიშნა წარმომადგენელი მუსლიმანურ სამყაროსთან თანამშრომლობის საკითხებში. სპეციალური წარმომადგენლის მოვალეობა იქნება მოლაპარაკება და კომუნიკაცია, განსაკუთრებით კი იმ ახალი გზების მოძებნა, რითაც შეერთებული შტატები შეძლებს დიალოგის სტიმულირებას მსოფლიოში მცხოვრებ მუსლიმანებთან. მაგრამ რამდენად შეძლებს ერთი ადამიანი თავი გაართვას ურთიერთობას ისეთ დიდ და მრავალფეროვან სამყაროსთან, როგორსაც მუსლიმანური სამყარო წარმოადგენს?

ფარაჰ პანდიტი მუსლიმანი ამერიკელია. იგი ქაშმირში, ინდოეთში, დაიბადა და სულ ბავშვი იყო, როდესაც მშობლებთან ერთად ემიგრირდა შეეერთებულ შტატებში. სწორედ ფარაჰ პანდიტი დანიშნა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა შეერთებული შტატების პირველ წარმომადგენლად მუსლიმანურ სამყაროსთან ურთიერთობის საკითხებში. პანდიტი ამბობს, რომ მას აქვს კერძო და სახელმწიფო სექტორში მუშაობის გამოცდილება, რაც დაეხმარება შემოქმედებითად იფიქროს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ უბრალო მუსულმანები და რა გზით უფრო უმჯობესი იქნება მათი დაინტერესება. თუმცა იმასაც დასძენს, რომ რაიმე მზამზარეული რეცეპტი არ არსებობს:

“არ არსებობს ცალკე აღებული ტყვია, რომელიც ყველა სამიზნეს დააზიანებს, არ არსებობს ცალკე აღებული პროგრამა, რომელიც იქნებოდა ჯადოსნური პროგრამა მუსლიმანების დასაინტერესებლად. საჭიროა მოსმენა. საჭიროა გაცნობიერება იმისა, თუ რა ხდება სამყაროში. უნდა ვიმუშაოთ ჩვენს საელჩოებთან ერთად, რათა გავიგოთ, სხვები რას ამბობენ, რას ფიქრობენ, რაზე ოცნებობენ და რისი სჯერათ.”

მუსლიმანურ სამყაროსთან სპეციალური წარმომადგენლის პოსტის შემოღება პრეზიდენტ ბარაკ ობამას იდეაა, რომელსაც სურს, რომ არა მხოლოდ ამერიკის იმიჯი აამაღლოს მუსლიმანების თვალში, არამედ ასევე აქტიურად უსმინოს და უპასუხოს აზიაში, აფრიკასა და ევროპაში მცხოვრებ მუსლიმანებს. ფარაჰ პანდიტისთვის ასეთი როლი არ არის ახალი. ირანული წარმოშობის ამერიკელი ქალი ჯერ კიდევ 2007 წელს მუშაობდა ჯორჯ ბუშის მრჩევლად ევრაზიის რეგიონში მცხოვრებ მუსლიმანებთან ურთიერთობის საკითხში და ასევე იყო შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ქაბულში. ფარაჰ პანდიტი ამბობს, რომ იგი ჩავა მუსლიმანურ ქვეყნებში, პირველ რიგში ურთიერთობას დაამყარებს საელჩოებთან და მოუსმენს როგორც მიყრუებულ სოფლებში მცხოვრებ მუსლიმებს, ასევე ქალაქის მოსახლეობას, თუმცა განსაკუთრებით გულმოდგინედ მოეკიდება ახალგაზრდა მუსლიმებთან ურთიერთობას.

ვაშინგტონში უნივერსიტეტის ისლამის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი აკბარ აჰმედი ამბობს, რომ მოსმენა მხოლოდ საქმის ერთი ნაწილია და რომ საჭიროა მოქმედება ამის განსახორციელებლად. ერაყში ამერიკის ელჩის რიჩარდ ჰოლბრუკისა და ამერიკული ჯარის სარდლის დევიდ პეტრეუსის ყოფილ მრჩეველს პანდიტის გეგმის განხორციელება ასე წარმოუდგენია:

“ყველაფერი ამისათვის ობამას საკმარისი დრო არა აქვს. ის გადარბენაზეა, ის ყველაფერს ხელმძღვანელობს. კრიზისი მძაფრდება ავღანეთსა და პაკისტანში, რომლებიც მუსლიმანური ქვეყნებია. კვლავ მწვავედ დგას პალესტინის საკითხი და ასეთ ვითარებაში დრო არ რჩება მოსმენისათვის. ახლა საჭიროა, რომ ჩავწვდეთ პრობლემას, რაც, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ცხადია, ფარაჰს კარგად ესმის, და წარმოვადგინოთ წინადადებები, რაც რიგ შემთხვევაში დაბლა დასწევს ტემპერატურას, რიგ შემთხვევაში რწმენას მისცემს ადამიანებს, რიგ შემთხვევაში კი დააინტერესებს მუსლიმანურ სამყაროში მცხოვრებ ადამიანებს. “

მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობდა, აკბარ აჰმედი აღიარებს, რომ ობამას უპირატესობა აქვს თავის წინამორბედთან შედარებით.

“ იგი მგრძნობიარეა მუსლიმანური სამყაროსადმი. მისი მამა მუსლიმანი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ობამა ინსტინქტურად გრძნობს მულიმანურ კულტურას, მუსლიმანურ საზოგადოებას და მუსლიმანურ ისტორიას. და მისი სიტყვა, წარმოთქმული კაიროში, ამის გამოხატულებაა. ასე რომ, ფარაჰ პანდიტს იდეალური თანამდებობა აქვს იმისათვის, რომ თარგმნოს ობამას ხედვა და დაიყვანოს ის მუსლიმანურ სამყარომდე, რაც, გარკვეული თვალსაზრისით, სურდა ბუშს, მაგრამ ვერ განახორციელა.”

ბარაკ ობამა და ჰილარი კლინტონი 4 ივნისს, ქაიროში, სულთან ჰასანის სახელობის მეჩეთში
გასულ თვეში, კაიროში გამოსვლისას, ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ახლოვდება ახალი ერა შეერთებული შტატებისა და მუსლიმანური სამყაროს ურთიერთობაში. ობამას ამ გამოსვლას კარგი გამოძახილი ჰქონდა მუსლიმანურ სამყაროში, მუსლიმებში, რომლებიც ძირითად პრობლემას წინა ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში ხედავდნენ – ერაყში შეჭრით დაწყებული და გუანტანამოს ციხის ისტორიით დასრულებული.

მაგრამ თუ შეერთებულ შტატებს მართლა უნდა იმ ადამიანთა გულების მოგება, ვინც ამერიკას ეჭვის თვალით და მტრულად უყურებს, მაშინ კონკრეტული ცვლილებებია საჭიროა, ამბობს ვაშინგტონში უნივერსიტეტის ისლამის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი აკბარ აჰმედი, რომელსაც შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლის, ფარაჰ პანდიტის, მოვალეობად მიაჩნია არა მხოლოდ მუსლიმანთა მოსმენა, არამედ მათ მრავალფეროვან შეკითხვებზე კონკრეტული პასუხების მიცემა.
XS
SM
MD
LG