Accessibility links

logo-print

ობამა: “ცივი ომის დროინდელი რუსული მეთოდები წარსულ უნდა ჩაბარდეს”


ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკასთან ურთიერთობების აწყობის ცივი ომის დროინდელი რუსული მეთოდები წარსულს უნდა ჩაბარდეს. მისი თქმით, იგი ამ მოსაზრებას ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებების დროს გაუზიარებს. ბარაკ ობამას სიტყვებით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ საკმაო ძალაუფლებას ფლობს ქვეყანაში. ასოშეიტედ პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში ობამამ განაცხადა, რომ “პუტინი ერთი ფეხით დიალოგის წარმართის ძველ გზაზე დგას, მეორეთი კი ახალზე”. ამავე ინტერვიუში ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკა “მშვენიერ ურთიერთობებს” აგებს ახლანდელ პრეზიდენტთან დმიტრი მედვედევთან.
XS
SM
MD
LG