Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო ნაწილიდან რუსი ჯარისკაცის გაქცევას სააკაშვილი გამოეხმაურა


საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, პერევში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილიდან გაქცეულმა რუსმა ჯარისკაცმა ავტორიტარულ სახელმწიფოს თავისუფლება ანაცვალა. ამ შინაარსის განცხადება სააკაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე გააკეთა. ჯარისკაცმა დმიტრი არტემიევმა თავისი სამხედრო ნაწილი ოთხშაბათს დატოვა და დახმარებისთვის ქართულ მხარეს მიმართა. გაეროს ოფისის შუამდგომლობით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მას ლტოლვილის სტატუსის მაძიებლის კატეგორია მიანიჭა. "ინტერფაქსის" ცნობით, რუსეთის გენერალურმა პროკკურატურამ არტემიევის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე "დეზერტირობის" მუხლით, რომელიც ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG