Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: "რუსეთს საქართველოს მარტივ მამრავლებად დაყოფა სურს"


"რუსეთმა გადაწყვიტა საქართველოს მთავრობის შეცვლა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამხობა, საქართველოს დაყოფა მარტივ მამრავლებად. მათ აქვთ გეგმა საქართველოს 8 თუ 10 რეგიონად დაყოფის და დესუვერინიზაციის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის შეფასებითაც, ამის პირველი ნაბიჯია ქვეყანაში შიდაარეულობის შექმნა და დასძინა - "შიდაარეულობას სჭირდება დიდი ფული და რა თქმა უნდა, ისინი ამაზე უკან არ იხევენ". პრეზიდენტმა ასევე განაცხადა რომ ბოლო დღეებში ხშირად ესმის ინფორმაცია, რომ ქართველი პოლიტიკოსები რუსეთის ინტერესების გამტარებელ ადამიანებს ხვდებიან. მიხეილ სააკაშვილს რუსეთის წარმომადგენლებისათვის ~რამის თხოვნა~ ქვეყნისათვის სასარგებლოდ არ მიაჩნია და აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსები კიევში და ბერლინში სწორედ რუსეთის ინტერესების გამტარებლებს ხვდებიან.
XS
SM
MD
LG