Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მაღალი რანგის ბრიტანელი ოფიცერი მოკლეს


ავღანეთში, ორ სხვადასხვა ინციდენტში, დაიღუპა ნატოს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სამი სამხედრო მოსამსახურე. დაიღუპულთა შორის მაღალი რანგის ბრიტანელი ოფიცერიც არის. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიცე-პოლკოვნიკი რუპერტ თორნლოუ და მისი თანმხლები ჯარისკაცი სამხრეთ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში, გზის პირას ჩადებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. იმავე ჰელმანდის პროვინციაში, სადაც აშშ-ის საზღვაო-სადესანტო ძალებმა ხუთშაბათს ფართომასშტაბიანი ოპერაცია წამოიწყო, თალიბებმა მოკლეს ერთი და დაჭრეს რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი. ხუთშაბათსვე, პაქტიკის პროვინციაში უგზოუკვლოდ დაიკარგა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ვარაუდრობენ, რომ ის ტყვედ იგდეს მეამბოხეებმა.
XS
SM
MD
LG