Accessibility links

logo-print

აშშ–ის საელჩომ საქართველოში, დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ტეფტმა და აშშ–ის საელჩომ საქართველოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ საღამოს კლუბ "ტრიუმფში" უმასპინძლა. საღამოს 500-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, დიპლომატები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები. ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისს აღინიშნება, მაგრამ, რადგან წელს აბრაამ ლინკოლნის 200 წლის იუბილეა, საელჩოს გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 2 ივლისს შედგა. 1776 წლის 4 ივლისს ამერიკის კონგრესმა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რითაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩაეყარა საფუძველი.
XS
SM
MD
LG